„არ ვაპირებთ მეორეჯერ, მესამეჯერ თუ მეათეჯერ დაბარებულ არალეგიტიმურ კომისიაში მონაწილეობას“ - ხაზარაძე

პუბლიკა

მამუკა ხაზარაძეს 8 თვით პატიმრობა მიესაჯა და 2 წლით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

მამუკა ხაზარაძე სასამართლოს არ ესწრებოდა. ის და ბადრი ჯაფარიძე, რომლის განაჩენი 5 საათზე გამოცხადდება, „ლელოს“ ოფისში იმყოფებიან.

განაჩენის გამოცხადებამდე მათ ბრიფინგი გამართეს. როგორც ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ისინი არ აპირებენ „არალეგიტიმურ კომისიაში მონაწილეობის მიღებას“, მიუხედავად იმისა, თუ რამდენჯერ დაიბარებენ.

„ჩვენ ვიყავით პირველები, ბადრი და მე, რომლებმაც განვაცხადეთ უარი მისულიყო იმ არაკონსტიტუციურ და არალეგიტიმურ პარლამენტში და მას მერე დაიწყო პოლიტიკური დევნა. ეს იყო პოლიტიკური განაცხადი და, შესაბამისად, ჩვენ მასზე განვაცხადეთ უარი, იცით, რომ მეორედ დამიბარეს და ამ დაბარებაზეც ძალიან მკაფიო პასუხი მიიღეს მყისიერად, ჩვენ არ ვაპირებთ მეორეჯერ, მესამეჯერ თუ მეათეჯერ დაბარებულ არალეგიტიმურ კომისიაში მონაწილეობას, იმიტომ, რომ ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური და ჩვენი მხრიდან მას არასდროს არ ექნება აღიარება.

მიუხედავად ნებისმიერი გადაწყვეტილებისა, ვუგზავნი ამ გზავნილს ბიძინა ივანიშვილს – არ არსებობს ძალა, რომ მე და ჩემს გუნდს შეგვეშინდეს, იმიტომ, რომ ეს ბრძოლა არის ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, თავისუფლებისთვის, თავისუფალ სამყაროსთან ინტეგრაციისთვის და არა ისეთ ქვეყნებთან, რომლის ლიდერების პანაშვიდზე პრემიერ-მინისტრს აგზავნი. ეს არის ბრძოლა, ეს არის განსხვავება ჩვენს შორის. ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ვართ პოლიტიკაში.

5 წელი დაგვსდევდი რომ 5-წლიანი მუხლი მოგესაჯა, არ დაგვიტოვებია ქვეყანა და გეუბნები, არც ახლა ვაპირებთ ქვეყნის დატოვებას. ბრძოლა გაგრძელდება, ჩვენი გუნდი მზად არის ბრძოლისთვის და ამ ბრძოლას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე, ჩემი სოლიდარობა ზურა ჯაფარიძეს. სადაც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას“, – განაცხადა ხაზარაძემ.

OSZAR »