„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია პარლამენტთან შიმშილობას იწყებს.
ამის შესახებ მან პარლამენტის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„რუსთაველი არის ადგილი, სადაც იმართება მთავარი ბრძოლა. ამ ბრძოლას არ ჰქვია “ოცნებასთან“ ბრძოლა, ესაა რუსეთთან ბრძოლა. ამ ბრძოლაში გავიარეთ ბევრი ეტაპი, გავიარეთ ეტაპი, როდესაც ვამაყობდით რომ 300 ათასი ადამიანი იდგა გარეთ, გავიარეთ ეტაპი როდესაც იჭერენ პოლიტიკოსებს, როდესაც ჩვენ პოლიტპატიმრებს დედები და მამები უკვდებათ. ახლა რეჟიმი გამოვიდა ახალ შეტევაზე და დაიჭირა პრაქტიკულად ყველა პოლიტიკოსი. მე მინდა გამოვაცხადო ჩემი ბრძოლის ახალი ფორმა. ეს არ არის ემოციურად მიღებული.
მე რუსთაველზე ვიწყებ შიმშილობას. ეს არ არის თავგანწირული და სასოწარკვეთილი ნაბიჯი. თუ თქვენ ვერ ხედავთ სიცოცხლის და თავისუფლების ფასს, თუ თქვენთვის გიორგი ახობაძის დედის და ონისე ცხადაძის მამის გარდაცვალება არაფერს ნიშნავს. აგერ არის ჩემი სიცოცხლეც, თავისუფლებაც და მაინც ვერ მოგვერევით – ესაა ჩემი განაცხადი „ქართული ოცნებისთვის.“
ხალხისთვის ჩემი განაცხადი კი არის: რევოლუცია და გარეთ ქუჩაში ამათი დამხობა არის ერთადერთი გზა. ვერავის ვერ მოვუწოდებ როდის გამოვიდეს გარეთ. მე შემიძლია ჩემი მაგალითით ვთქვა. მე ვარ მზად თავი შევწირო ამ რეჟიმს და შევწირავ“,- განაცხადა ხოშტარიამ.