ფრიდრიხ მერცი მომავალ კვირას აშშ-ში დონალდ ტრამპს შეხვდება

პუბლიკა

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მომდევნო კვირას აშშ-ში დონალდ ტრამპს შეხვდება. ნფორმაციას გამოცემა Politico გერმანიის მთავრობის პრესსპიკერ, სტეფან კორნელიუსზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ეს თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მერცის პირველი ვიზიტია ამერიკის შეერთებულ შტატებში.

გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ხუთშაბათს, 5 ივნისს შეხვდება, რის შემდეგაც ლიდერები მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავენ.

შეხვედრაზე ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომს, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასა და სავაჭრო საკითხებს განიხილავენ.

OSZAR »