„ვიცი, რომ სიტყვა „ისტორიული“ ზედმეტად ხშირად გამოიყენება ამ დღეებში, მაგრამ ეს ეს არის ზუსტად ისტორიული ამბავი. პირველად ხდება, როცა როუმინგი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებზეც გავრცელდა.“ – ამის შესახებ ინფორმაცია “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, „კომისიამ დღეს მიიღო უკრაინის საბოლოო შეტყობინება იმის შესახებ, რომ მიღებულია ყველა საჭირო კანონი, რათა ქვეყანა ევროკავშირის როუმინგის ზონის წევრი გახდეს. მოლდოვა ასევე მალე გააგზავნის იმავე შეტყობინებას. მოლდოვა და უკრაინა ამ ზონას 2026 წლის 1 იანვრიდან შეუერთდებიან”, – წერს ჟურნალისტი.