“წინააღმდეგობის პლატფორმა” ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება:
ნიკა მელიას დაკავება, მისი დაკავების დეტალები არის რუსული რეჟიმის შიშის მანიფესტი.
როცა ისმის შეკითხვა, რატომ არ უნდა ითანამშრომლო რეჟიმთან პასუხი ნათელია – ართანამშრომლობის თითოეული აქტი, დაუმორჩილებლობის თითოეული გამოვლინება იწვევს რეჟიმის სისუსტის, შიშის და დანაშაულებრივი ბუნების მეტ ლუსტრაციას.
ნიკა მელიას გატაცების შემდეგ საქართველოს საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებისთვის კიდევ უფრო ცხადია, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში შეუძლებელია სამართლიანი და მშვიდონიანი გარემოს, ნორმალურთან მიახლოებული პოლიტიკური ვითარების შექმნა საქართველოში.
სოლიდარობა ნიკა მელიას და ყველა პოლიტიკურ პატიმარს!” – ვკითხულობთ განცხადებაში.
წინააღმდეგობის პლატფორმა შექმნილია საქართველოს მეხუტე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეგიდით, როგორც მრავალპარტიული კოალიციის მოდელი.
პლატფორმა აერთიანებს პარტიებს, რომლებიც თანხმდებიან, რომ შექმნილ კრიზისში საერთო მიზნებისკენ ერთობლივ მოქმედებას ალტერნატივა არ გააჩნია.
„კოალიცია ცვლილებებისთვის” პრესსამსახურის ცნობით ნიკა მელია პოლიციამ ლისის ტბის ასახვევთან დააკავა, როდესაც ის გადაცემაში სტუმრად მიდიოდა.
ადვოკატის თქმით, ნიკა მელია გააჩერა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა და შემდეგ რამდენიმე პოლიციელმა, მათ შორის კრიმინალური პოლიციის ტანამშრომლებმა იგი ძალის გამოყენებით, ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე დააკავეს.
ადვოკატი ამბობს, რომ მელიას არცერთ საქმეში აღმკვეთი ღონისძიება შეცვილლი არ ააქვს და “პრაქტიკულად მოიტაცეს”.
პრესსამსახურის ინფორმაციით ნიკა მელია დიღმის სამმართველოშია გადაყვანილი.
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხვალ უნდა გამართულიყო. მისი განცხადებით იგი არ გეგმავდა პროცესზე მისვლას. საქმე ეხება პოლიტიკოსის გამოუცხადებლობას წულუკიანის კომისიაზე.