რუსეთმა უკრაინაზე მასობრივი იერიში მიიტანა - არის მსხვერპლი

პუბლიკა

ღამის განმავლობაში რუსეთმა მორიგი მასირებული შეტევა მიიტანა უკრაინაზე. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ ყველაზე მეტად დაზარალდა კიევი და ოდესის რეგიონი.

მისივე ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, გაჩნდა ხანძრის 19 კერა, რომელთაგან ოთხს ისევ აქრობენ.

მინისტრმა დაადასტურა ოდესაში ორი დაღუპულის და ცხრა დაჭრილის შესახებ ცნობები, კიევში დაშავდა 4 ადამიანი.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა შეტევისთვის გამოიყენა 315 „შაჰიდის“ ტიპის თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატი და სხვადასხვა ტიპის დრონების იმიტატორები, 2 KN-23 ტიპის ბალისტიკური რაკეტა და 5 Iskander-K ტიპის ფრთოსანი რაკეტა. უწყება ამბობს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა ყველა რაკეტა და 213 უპილოტო საფრენი აპარატი, კიდევ 64-მა დრონმა დაკარგა ადგილმდებარეობა/ელექტრონული საომარი საშუალებებით ჩაახშეს.

OSZAR »