თბილისში, საბურთალოზე კაცი დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცს სხეულზე დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენეს და ის ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „მთავარმა არხმა“ გაავრცლა.
როგორც „პუბლიკას“ შსს-ში უთხრეს, გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.