სადგურის მოედანთან მომხდარი მკვლელობის საქმეზე 2 პირი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 5 მაისს თბილისში, სადგურის მოედანთან მომხდარ მკვლელობის საქმეზე წარსულში ნასამართლევი ორი პირი – 2002 წელს დაბადებული რ.უ. და 1973 წელს დაბადებული ზ.ა. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 მაისს, თბილისში, ბრალდებულებსა და 1970 წელს დაბადებულ ე.ნ.-ს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფიზიკური დაპირისპირებისას მიღებული დაზიანებების შედეგად ე.ნ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა“, – წერია უწყების განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

OSZAR »