შსს-ის ცნობით, პოლიციამ წარსულში ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული გ.ფ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას ორ პირს: 1967 წელს დაბადებული კ.ჭ. -ს და 1961 წელს დაბადებულ კ.თ. -ს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა.
დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.
ტვ პირველის ცნობით, შემთხვევა მცხეთის სოფელ ერედაში მოხდა.
დაკავებული კობა ჭეიშვილს და კობა ტეზელაშვილს ცულის და ჩაქუჩის გამოყენებით გაუსწორდა.
ტელეარხთან ადგილობრივები ამბობენ, რომ დაშავებულებს სახის ძვლები აქვთ დამსხვრეული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, 118-ე -ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და 126-ე – ძალადობის მუხლების პირველი ნაწილით მიმდინარეობს.